[su_quote]მრავალპარტიული დემოკრატია ძალიან კარგი რამეა. შეიძლება, პატარა პარტიის ხმა გადამწყვეტი გახდეს. ნახეთ, რუსთავის და კიდევ რამდენიმე საკრებულოში როგორ ხარბად იქცევა მმართველი პარტიაც და „ნაციონალური მოძრაობაც“. რუსთავის საკრებულოში ერთსაც 16 ხმა აქვს და მეორესაც, გახარიას პარტიას კი რამდენიმე ხმა აქვს, სამი თუ ოთხი. ესენი, გახარიას პარტიის წარმომადგენლები ეუბნებიან, ჩვენ დაგვიჭირეთ მხარიო, რასაც ეწინააღმდეგება როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“. ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ იქ გადაბირება-გადმობირებები არ იქნა, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის კანდიდატის არჩევა მოუწევთ.
აი, რა მოხდა, რომ აირჩიონ?! ამიტომ არ გვინდა მაღალი ბარიერი, რადგან სადაც მარტო ეს ორი პარტია იქნება, პროცესები იქნება გაჭედილი. საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის კანდიდატს რატომ არ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“, რა, ქვეყანა დაიქცევა?! მაგრამ აი, ეს არის საინტერესო, რომ მხოლოდ მრავალპარტიულობის დროს ხდება ეს, სადაც დაბალი ბარიერია, მაშინ ხდება. როცა მაღალი ბარიერი იქნება, პატარა პარტიები ვერ იქნებიან და მათი ხმა საერთოდ ჩაიკარგება[/su_quote]
ამის შესახებ პარტია მოქალაქეების თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.