ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მელია: ჩვენს საპროტესტო მოძრაობას ექნება პიკი, დღეს და ღამეს ვათენებთ იმის გამო, რომ რესურსები გავაძლიეროთ

შეუძლებელია ამ სასამართლოსთან ითანამშრომლო. იგი, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა და განაჩენი უკვე წინასწარ გაწერილია. ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმისთვის, რომ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა დავასრულოთ. ჩვენს საპროტესტო მოძრაობას ექნება თავისი პიკი. ახლა ჩვენ დღეს და ღამეს ვათენებთ იმის გამო, რომ რესურსებით გავაძლიეროთ საპროტესტო მოძრაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც შენ რეჟიმს ებრძვი სავარაუდო გეგმა უნდა გქონდეს და ამისათვის მზადება მშვიდობიანად, არაძალადობრივად მიმდინარეობს. სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართული ბევრი ადამიანი არის დაკავებული და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეჟიმის დამარცხების შედეგად

ამის შესახებ პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....