ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

სააკაშვილი: აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე

[su_quote]ჩემი წინა გამოსვლის კრიტიკა მოვისმინე. 2003 წელს ჩარჩენილი ადამიანის გამოსვლა მოვისმინეთო ამბობდნენ. გიგი უგულავა რაზედაც დაიჭირეს და რაც თქვა მან, იმაში მართალი იყო. იმიტომ რომ ჩვენ გავაქრეთ გაი, შევქმენით პოლიცია, რომლითაც სამართლიანად ვამაყობდით, მაგრამ შემდეგ ნაწილში მოხდა ის რაც მოხდა.  ასევე ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა წინა ჩემს გამოსვლაში და მეტი სინანული. როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია ეს მათთვის ისეთივე სინანულია როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს. ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდა თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე.

იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სინანული არ მაქვს, რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა დანარჩენ საზოგადოებასთან ბევრი მაქვს სალაპარაკო. თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი” ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონა და აწონა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, ფიქრი იმაზე რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად.

გარწმუნებთ ეს რეფლექსია მთელი ეს წლებია მაქვს და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს “გალობანი სინანულისანი” არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა პუტინის ტყვეობაში ვიმყოფები მეგობრებო, რუსული სისტემის პირადი პატიმარი ვარ და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საზოგადოების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა, რომელიც 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით მის სიტყვით გამოსვლას ეხებოდა.

იტვირთბა....