ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

სააკაშვილი 7 ნოემბერზე: მეც მქონდა დიდი ტრავმა, მქონდა მწვავე ანთება

[su_quote]პროცესზე, ვუყურებ ინგა გროგოლიას, რომელმაც ამას წინათ ისაუბრა 7 ნოემბერზე, თქვა იმაზე, რომ როცა პოლიცია შევიდა იქ [ტვ იმედში] მან დიდი სტრესი განიცადა და მოხვდა კლინიკაში.

რამდენიმე დღის შემდეგ, მე მივეცი ინტერვიუ ინგას, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან განვიცდი, მას რომ ასეთი სტრესი მიადგა, ისევე როგორც სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მაღალი სიცხე, იმ პერიოდში, როცა ინტერვიუ მივეცი. ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა, განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც შემდგომში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე.

მინდა, ეს იცოდეს ინგამ – ამ ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ ბრალდებაში მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ, ბოტოქსი ჰქვია იმას, გერმანელი ექიმი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე 7 ნოემბერზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....