[su_quote]მივმართავ მოსახლეობას, განსაკუთრებით ყურადღება იყოს 50-60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრებზე. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წელზე ზემოთ, 10% მოდის 50-დან 60 წელზე და 5%-ია დაბლა ასაკი, მაგრამ დაბლა ასაკი არის გამავრცელებელი. ჩვენ იცით რომ დავიწყეთ 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია. აცრილია დღევანდელი მონაცემებით 2 027 ამ ასაკის მოზარდი, სრულად აქედან 122. 16-17 წლის მოზარდებში შედარებით მეტია 11 215 მოზარდია აცრილი, მაგრამ ეს არასაკმარისია, რა თქმა უნდა. ამ ახალი შტამის “ომიკრონის” ცირკულაციასთან დაკავშირებით, არის საშიშროება, რომ ახალგაზრდა ასაკში მეტი გავრცელება იყო. ახალგაზრდა ასაკი შემდეგ აზიანებს ხანდაზმულებს და ხანდაზმულებში გამოსავალი რთულია[/su_quote]
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.