ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ელისაშვილი: ისეთ ქვეყანაში ვართ, რომ ყველას გვაქვს ბანკის კრედიტი, ბიძინა ივანიშვილის გარდა

[su_quote]ისეთ ქვეყანაში ვართ, რომ ყველას გვაქვს ბანკის კრედიტი ალბათ, ბიძინა ივანიშვილია ერთი ვისაც არ აქვს კრედიტი. სოციალური ფონის, გაჭირვების და უმუშევრობის გამო შეიძლება, ვიღაცეების უპასუხისმგებლობის გამო ვიცით, რომ ბევრი ადამიანი აგვიანებს ამ კრედიტის გადახდას და ბანკებს აქვთ დელეგირებული კომპანიებისთვის ე.წ ამოღება. გასაგებია, ვალს დაბრუნება უნდა, ვერავის გავამართლებ იმის გამო, რომ კრედიტს აიღებ და ამ ვალდებულებას არ ასრულებს, მაგრამ რასაც ეს ამომღები კომპანიები აკეთებენ ეს არის, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ შეურაცხყოფა, შანტაჟი, ძალადობა და როგორც ბოლო წარწყმენდილ კრიმინალებს ისე ექცევიან ადამიანებს – ამაზე საუბარი არავის არ უყვარს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი წუწუნებს, რომლებიც ღირსებააყრილი არიან ამ ამომღები კომპანიებისგან. ერთად ვიფიქროთ, რომ ეს ურთიერთობა გახდეს ცივილიზებული.[/su_quote]

ამბობს  პარტია მოქალაქეების დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....