ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-ს დააკისრა

 

თურქეთის პრემიერ-მინისტრის – აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, სტამბულის ცენტრში მომხდარი აფეთქება ISIS-მ განახორციელა.

„ჩვენ გავარკვიეთ, რომ დანაშაული „ისლამური სახელმწიფოს” წევრმა უცხოელმა ჩაიდინა”, – თქვა დავუთოღლუმ.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე 1988 წელს დაბადებული სირიის მოქალაქეა, რომელიც თურქეთში ცოტა ხნით ადრე ჩავიდა.

დავუთოღლუს თქმით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა უცხოელია.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოგვიანებით გერმანიის რვა მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა.

გარდა ამისა, ცხრა გერმანელი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავუთოღლუმ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დაურეკა და სამძიმარი გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტამბულის ცენტრში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი – დაშავდა.

იტვირთბა....