aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტოლტენბერგი: ისტორიაში პირველად გვაქვს საბრძოლო მზადყოფნა ბალტიის რეგიონში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ოფიციალურ ვიზიტებს ბალტიის რეგიონში მართავს ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ნატოს რეგიონში საბრძოლო დანაყოფების მობილიზება აქვს გამოცხადებული.

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლატვიასა და ლიეტუვაში სამხედრო ჯგუფები სრულ საბრძოლო მდგომარეობაში არიან.

“ჩვენს ისტორიაში პირველად გვაქვს შემთხვევა, როდესაც ბატლიის რეგიონში გვაქვს საბრძოლო ჯგუფების მობილიზება. ერთი ლატვაში და მეორეც ლიეტუვაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა ლიეტუვაში ყოფნის დროს, რომლის კომენტარსაც ამერიკის ხმა ავრცელებს.

ცნობისთვის, ბალტიის რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბული ვითარებაა. ბელარუსის მხრიდან პოლონეთის, ლატვიასა და ლიეტუვის საზვართან ათასობით მიგრანტის მობილიზება ხდება, რომლებიც დროთა განმავლობაში საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობენ.

იტვირთბა....