ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კელი: შემაშფოთებელია, რომ დინამიკა ოცნებასა და ენმ-ს შორის დაპირისპირებამდე დადის

[su_quote]პოლიტიკური დინამიკა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირებამდე დადის და არ აკეთებს ფართო აქცენტს, რა პრობლემებიც აქვს ქვეყანას. ეს ყველაფერი არ აკეთებს აქცენტს იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ სამომავლოდ გაძლიერდეს დემოკრატია.

მე ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელია. ერთი მხრივ, მოხარული ვარ, რომ ბატონმა სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა და გამოვიდა სიტყვით სასამართლოში, მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია, რომ მთელი ყურადღება, მთელი აქცენტი გადადის ამ ვიწრო თემატიკაზე, ვიწრო საკითხზე, დრამატულ პოლიტიკურ არენაზე. გულახდილად რომ გითხრათ, მთელი ეს სასამართლო პროცესი არც ისე პროდუქტიულია[/su_quote]

ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს.

იტვირთბა....