ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ელისაშვილი სააკაშვილზე: დღეს ჩემთვის ყველაზე შემზარავი მოსასმენი იყო, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობსო

[su_quote]მიმაჩნია, რომ მან [მიხეილ სააკაშვილმა] დღეს ხელიდან გაუშვა უზარმაზარი შესაძლებლობა, ადამიანური სინანული გამოევლინა და გულწრფელი ბოდიში მოეხადა იმ დანაშაულობების გამო, რაც აქვს ჩადენილი. დღეს ჩემთვის ყველაზე შემზარავი მოსასმენი იყო, რომ გირგვლიანის საქმე ასეთი არ არსებობსო. ამას შემდეგ ჟურნალისტებმა პიარულად დაარქვესო. ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს, აწამეს, მოკლეს, უსამართლობისთვის ბრძოლას ისე შეეწირა ცხონებული ირინა ენუქიძე, რომ სამართალი ვერ იპოვა, გააწამეს და გააძაღლეს. შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, გაოგნებული ვართო, როგორ ორგანიზებულად აყალბებდნენ ამ მკვლელობის მტკიცებულებებსო. ეს ხომ სტრასბურგის სასამართლომ თქვა და პრეზიდენტი საქმის კურსში არ იყო? ხელს როგორ აფარებდნენ, მტკიცებულებებს როგორ აყალბებდნენ. სტრასბურგის სასამართლომ ამას გირგვლიანის საქმე არ დაარქვა? აღშფოთება არ გამოთქვა? ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, არ გვახსოვს?[/su_quote]

ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

იტვირთბა....