ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: სააკაშვილმა ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

მისი თქმით, შეცდომა ვერასდროს დაერქმევა იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

„ნარატივი უკვე 9 წელია არის ისეთი, თითქოს რუსეთი ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, რადგან ასე აწყობთ, კომპლექსის მოხსნის მცდელობაა. ამ ადამიანმა ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც, მაგრამ ამის გადაფარვა ხდება გაღმაშედავების პიარის პრინციპით, როდესაც ქართულ ოცნებას უწოდებენ რუსულ ძალას. ყველა დაფიქრდეს, ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს, ვისი მოქმედებებით მიიღო სარგებელი რუსეთმა და პრეზიდენტმა პუტინმა, – ეს ხომ არ იყო შემთხვევით მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა? – რუსული ნარატივი არის ყველაზე სპეკულაციური და ბინძური ნარატივი, რაც კი მოუფიქრებია ამ ქვეყანაში ვინმეს.

როდესაც ამავე წლებში ცდილობდნენ თავიანთი ცუდი ქმედებების, ანუ სასტიკი დანაშაულების გადაფარვას, მას არქმევენ ასეთი პიარული ხრიკია, შეცდომებს. შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას, რომელიც ამ ქვეყნის სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს ღამის 3 საათზე მოუნდა ვიღაცას, რომ ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს, ამას ვერ დაერქმევა შეცდომები, ეს არის უდიდესი და ცუდი ქმედებები და დანაშაულები, ამ დანაშაულის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები”, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

იტვირთბა....