aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

Moderna: კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი „დელტაზე“ უფრო გადამდებია და შესაძლოა, ვაქცინის ეფექტიანობამ დაიკლოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ბანსელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ომიკრონ შტამი დელტა შტამზე უფრო გადამდებია, ხოლო მუტაციების მაღალი რაოდენობა ნიშნავს, რომ ყველა ვაქცინა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ვირუსი ძალიან გადამდებია. როგორც ჩანს, ის ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე დელტა ვარიანტი. შესაძლებელია, რომ ყველა ვაქცინის ეფექტურობა შემცირდეს“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სტეფან ბანსელის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ბოლო 7-დან 10 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან მოგზაურები მიიღეს, ომიკრონ შტამი, სავარაუდოდ, უკვე გავრცელებულია.

მისივე განცხადებით, სამეცნიერო საზოგადოებას რამდენიმე კვირა დასჭირდება იმის დასადგენად, რამდენად ეფექტიანია ვაქცინება და 2-6 კვირა იმის დასადგენად, არის თუ არა ომიკრონი დელტაზე უფრო გადამდები.

როგორც ბანსელმა აღნიშნა, Moderna უკვე მუშაობს ახალი ვარიანტის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზაზე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ომიკრონ შტამით ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში დადასტურდა.

იტვირთბა....