ტელეარხ РЕН ТВ-სთან რუსეთში მყოფმა ცნობილმა ექიმ-კარდიოქირურგმა, ლეო ბოკერიამ დიეტასა და კვების სწორ რეჟიმზე გავრცელებული წარმოდგენა გააპროტესტა. მისი თქმით სწორად კვების შემდეგი რეჟიმი, რომელიც საუზმეზე მეტი კალორიის მიღებას გულისხმობს, ვიდრე სადილსა და მითუმეტეს ვახშამზე, კატეგორიულად არასწორია და არანაირი შედეგი არ მოაქვს. როგორც ექიმმა აღნიშნა, ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას დასავლეთელი კოლეგებისგან ისწავლა, რომ დილით მსუბუქად უნდა ესაუზმა, მხოლოდ ფინჯანი ყავა და მცირე საკვები მიეღო, სადილად ბუტერბროდი მიერთვა, საღამოს კი სრულფასოვნად ევახშმა, რომლის შემდეგაც აუცილებლად სპორტით უნდა დაკავებულიყო.
“აუცილებლად უნდა ისაუზმო – ეს აბსოლუტური აბსურდია, მხედველობაში მაქვს სრულფასოვანი კვება. თქვენ გაღვიძეთ, ორგანიზმი სამუშაო მდგომარეობაში მოსვლას იწყებს, ამ დროს ჯდებით მაგიდასთან, მიირთმევთ ერთ თეფშ ხორცს, ცომეულს, აყოლებთ დიდ ფინჯან რაიმე სახის სითხეს. შემდეგ იცვამთ და მიდიხართ სამუშაოდ. რა მუშაობის უნარი გექნებათ კიდევ? ამიტომ საუზმე მიეცი მტერს, სადილად მსუბუქი საკვები მიიღე, საღამოს ნორმალურად შეჭამე, შემდეგ კი სპორტით დაკავდი. ჩემი დაკვირვებით, ქვეყნებში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, სწორედ ასე იკვებებიან“- განაცხადა ექიმ-კარდიოქირურგმა, ლეო ბოკერიამ.
წყარო: sazogadoeba.ge