ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვარჩიე სოფელში ცხოვრება და შემიძლია მიწაზე ვიმუშაო”

„მე ვარ ადამიანი, რომელიც დაიბადა ქალაქში, მთაწმინდაზე ვცხოვრობდი, ქალაქის ცენტრში და რომელმაც არჩია, რომ სოფელში იცხოვროს… ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ჩემი უბნელები ვინც იყვნენ, ვისთან ერთადაც გავიზარდე, წავიდნენ სხვადასხვა სოფლებში, გადანაწილდნენ ქალაქის ირგვლივ და მათი ცხოვრების სტილი არის, ურთიერთობა არა ურბანული. ამას მოაქვს მათთვის და ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ შემიძლია მიწაზე ვიმუშაო, შემიძლია სხვა ჰაერით ვისუნთქო.“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში.

მისი თქმით, სოფელში ცხოვრებას ძალიან დიდი ხიბლი აქვს, რაც მისმა თაობამ გაითავისა.

“ჩემმა თაობამ ძალიან კარგად გაითავისა ეს და გავიდა ქალაქიდან“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....