ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტაბულას ჟურნალისტებს თავს დაესხნენ: “მთავრობას ვურჩევ, იპოვოს დამნაშავეები”

ლესელიძის ქუჩაზე რესტორან “ჭაშნაგირში” ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და მათთან მყოფ პირს, ავთო ქორიძეს, თავს დაესხნენ.

ტაბულას ჟურნალისტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. მისი თქმით, მათ თავს იმიტომ დაესხნენ, რომ ტაბულას ჟურნალისტები არიან.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პატრული.

111111111111111111111n

შემთხვევის ადგილი

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში ეხმაურება ამ ფაქტს.

„ტაბულას ჟურნალისტებს, ნინო მაჭარაშვილს, ლევანს სუთიძეს, ირაკლი კიკნაველიძეს და ტაბულას ყოფილ ჟურნალისტს, ავთო ქორიძეს, ლესელიძეზე, რესტორან ჭაშნაგირში დაესხნენ თავს. მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. რესტორანი დალეწილია. პატრული ადგილზეა. თავდასხმის მოტივი ეკლესიის კრიტიკა და სუთიძის და კიკნაველიძის მიერ ბესელია/კობახიძის მიერ პოლიტპატიმრად შერაცხული უგვანი არსების, გაბედავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებებია. სამწუხაროდ, მე საქართველოში არ ვარ, მაგრამ ივანიშვილის უგვან და უნიათო მთავრობას ვურჩევ, დროულად იპოვოს სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩამდენები“.- წერს ჩერგოლეიშვილი.

ლევან სუთიძესთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მისი პოსტი ვიპოვეთ, სადაც იგი წერს, რომ ამ წუთებში პოლიციაში იკითხება.

იტვირთბა....