გერმანიის ქალაქ ლაიპციგში “ანტი-ისლამიზაციის” დემონსტრანციაზე გამოსულმა ულტრა-მემარჯვენე მხარდამჭერებმა შენობები ვანდალურად დაარბიეს და ტრანსპორტი დაწვეს. შედეგად, პოლიციამ 211 ადამიანი დააპატიმრა.
ისინი თავიდან მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს კიოლნში ახალი წლის წინა ღამით ქალებზე განხორცილებულ სექსუალურ ძალადობასა და გერმანიაში მიგრანტთა სიმრავლის წინააღმდეგ. თუმცა, მოგვიანებით, საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა.
ოფიციალურად დადასტურებულია, რომ კიოლნში მომხდარ ძალადობრივ დანაშაულებში, მიგრანტები, უმეტესად ჩრდილო აფრიკელები მონაწილეობდნენ.