ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1994 წლის შემდეგ 12 იანვარს ასეთი ტემპერატურა არ დაფიქსირებულა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებით, დღეს, 12 იანვარს თბილისში +14.0°C დაფიქსირდა.

სააგენტოს ინფორმაციით, 1994 წლის შემდეგ ასეთი მაღალი ტემპერატურა თბილისში 12 იანვარს არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“1881 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქ. თბილისში მეტეოროლოგიური სადგური დაარსდა, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1966 წლის 24 იანვარს დაფიქსირდა: +19.5°C.”- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....