მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღუდუშაური ფუტკარაძეზე: თუ რაიმე აქვთ, რას ელოდებოდნენ ამ ბატონის გარდაცვალებას, მანამდე რატომ არ წარადგინეს?

თუ მათ მართლაც რაიმე [მტკიცებულება] აქვთ, აქედან გამომდინარე, რას ელოდებოდნენ ამ ბატონის გარდაცვალებას, მანამდე რატომ არ წარადგინეს, რატომ არ ითანამშრომლეს შესაბამის უწყებებთან? ძალიან უხერხულია.

გარდაცვლილი ადამიანით როდესაც მანიპულირებ, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და იმ ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ამას აკეთებენ და თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, მე ვფიქრობ, რომ ამორალური და სამარცხვინოა

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ცნობისთვის, ენმ-ის განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. ღუდუშაურის კომენტარს on.ge ავრცელებს.

იტვირთბა....