იტალიელებმა ღმერთს ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუვის სიკვდილის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს.
ბრიტანული გამოცემა “ინდეფენდენტის” ინფორმაციით, პეტიცია დევიდ ბოუვის სიკვდილის შეწყვეტის თაობაზე იტალიელმა ანდრეა ნათელამ შეადგინა.
change.org-ზე პეტიცია ერთი ხელმოწერით დაიწყო, თუმცა ახლა მათი რაოდენობა 820-ს აღწევს.
ხელმომწერების მიმართვა ღმერთისადმი ასეთია – “უთხარი არა დევიდ ბოუვის სიკვდილს”.
ანდრეა ნათელა, რომლის საყვარელი დევიდ ბოუვის სიმღერაა “სიცოცხლე მარსზე”, განმარტავს, რომ ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე მიზეზით წამოიწყო: “ეს არის გზა იმისკენ, რომ ჩვენ ვიფიქროთ, თითქოს ბოუვი როგორც სხვა ცნობილი ადამიანი ისე გარდაიცვალა, როგორც გამოგონილი პერსონაჟი. მე ვფიქრობ, ამით ჩვენ შეგვიძლია ასევე დავინახოთ, თუ როგორი არაეფექტურია ვებპეტიციები”.