ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია მარეგულირებლის ჯარიმაზე: არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია მთავარი მარეგულირებელი კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მარეგულირებლის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორი კლიპის გამო, პირველი იყო სირცხვილიას კლიპი, ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრებს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე იყო კლიპი – კლავს, ციხის ადმინისტრაციაზე.

აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ წინასაარჩევნო კლიპებად. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევნის მიზნით, მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ვკითხულობ – რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ?! მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი, ფორმალურადაც და მატერიალურადაც მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს – ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება.

არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ სასამართლო გაუძლებს თუ არა სრული უკანონობის შესახებ ტესტს”, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 903 ლარით დააჯარიმა.

იტვირთბა....