კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 903 ლარით დააჯარიმა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
მარეგულირებელმა კომისიამ ჯარიმის გადაწყვეტილება სირცხვილიას მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, ქართული ოცნების წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება.
კომისიამ მიიჩნია, რომ ეს იყო პოლიტიკური რეკლამა.

