მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

ჯანგირაშვილი ფუტკარაძეზე: საკუთარი წარმატებით მახინჯი სისტემის სამიზნე გახდა

[su_quote]სულ მეფიქრება ნუგზარ ფუტკარაძეზე. არაფერი ვიცოდი მის შესახებ.  პირველად დავინტერესდი, როცა ვნახე ბათუმის არჩევნების შედეგები. ოპოზიციონერმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო მაჟორიტარობა. რა დააშავა ამ კაცმა? როგორც ჩანს ის, რომ კარგი კაცი იყო და ეს უმძიმესი არჩევნები მოიგო. წარმატებით დააშავა. როგორ გაბედა წარმატება, როცა ბატონ ბიძინას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა უნდოდა. ჩაერთო სუსი, შსს, შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა, კობახიძე, ღარიბაშვილი, რას ქვია აქ ვიღაცეებმა არჩევნები მოიგეს, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნა გვინდაო. ხოდა მოკვდა კაცი. არ ვიცი მოკვდებოდა თუ არა, რომ არა საშინელი სტრესი და ზეწოლა. მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარი წარმატებით მახინჯი სისტემის სამიზნე გახდა, რომელიც გამორიცხავს თუნდაც სულ მცირე წარმატებას მივაღწიოთ ვინმემ, თუ ბტნ ბიძინასგან არ გვაქვს ნებართვა, თუ ბტნ ბიძინას არ აწყობს. უპერსპექტივო, უსაშინლეს ჭაობად ვიქეცით. არავის არ გვაქვს არანაირი პერსპექტივა. ბიძინას მონობაში დაწინაურებაა მაქსიმუმი, რასაც ამ ქვეყანაში შეიძლება მიაღწიო. მართლა არ მესმის და ვერც გავიგებ ვერასოდეს, როგორ შეიძლება ამას ვიტანდეთ ასე მშვიდად და უდრტვინველად[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი. ცნობისთვის, ენმ-ის განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

იტვირთბა....