მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს და ენმ-ს ბათუმის საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
“ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა პრინციპებისთვის ქვეყნისთვის! ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი არ გაიყიდა. ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე – ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ. ის, ვინც ანადგურებდა მანამდე და ანადგურებს ახლა ეროვნულ დოვლათს და თითოეულ ოჯახს ძარცვავს. ჩვენ ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ ყველაფერს!”,- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ცნობისთვის, ენმ-ის განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

