aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ხოშტარია: ხვალ თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა! – ვიკრიბებით ქართული ოცნების ოფისთან

ხვალ თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა!

aviabiletebi
ავიაბილეთები

გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!

სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!

დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!

25 ნოემბერი, 12:00 საათი, ვიკრიბებით “ქართული ოცნების” ოფისთან (ერეკლე მეორეს მოედანი N3)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.  მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!

წერს სოციალურ ქსელში დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, ენმ-ის განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

იტვირთბა....