ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება ციტატა

ჩხაიძე: წარმოუდგენელია უვადო მწვანე სტატუსზე საუბარი, კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო

[su_quote]საკოორდინაციო საბჭოზე ამირან გამყრელიძის პოზიცია მკაფიოდ იყო დაფიქსირებული 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არც ერთი ქვეყანა არ აფიქსირებს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია ილაპარაკო უვადოზე, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. აუცილებლად ეს  გასწორდება, კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო. კორონავირუსი ამ დაავადებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან.

ის კვლევები, რომელიც დღეს არის ჩატარებული კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობითი ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს. ამიტომ არის 6-თვიანი პერიოდი და ეს უნდა იყოს რეალურად საქართველოში გამოყენებული[/su_quote]

ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ, პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.  ცნობისთვის, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

იტვირთბა....