ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მეგრელიშვილი ლელოზე: რაღაც ზღაპრული ორგანიზაცია მგონია

[su_quote]მამუკა ხაზარაძეს არ დაუმსახურებია, რომ მის რაიმე იდეას სერიოზულად შეხედონ. ეს რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის იდეა, ალბათ გავეცნობოდი, მაგრამ მამუკა ხაზარაძის იდეა რომ არის,  არ დამაინტერესა. ასეთი უცნაური ორგანიზაცია როგორიც ლელოა, მე უბრალოდ სხვა არ ვიცი. მისი პარლამენტში საქმიანობიდან დაწყებული, მისი იდეები და დამოკიდებულება კოლეგებისადმი. საერთოდ არ ვიცი, რაღაც ზღაპრული ორგანიზაცია მგონია მთლიანად. არ მესმის რა ორგანიზაციაა, რა უნდათ, რას აკეთებენ[/su_quote]

ამის შესახებ პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, პარტია ლელოს, ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მძლავრი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის.

იტვირთბა....