ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციონერებთან დაკავშირებით შვილის მოსაზრებას არ ეთანხმება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის  ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუს არ ეთანხმება.

როგორც გვარამიამ ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, აქვს თავისი აღქმები და პოზიციები და საკუთარ აზრს მამასთან შეთანხმების გარეშე აფიქსირებს.

“საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცეებს სურთ მისი სიკვდილი. თვითონ მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, თავისი პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე ცხადია ამ ყველაფერს.

თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია შვილს ის არ ემიჯნება. პირიქით, ის ამბობს, რომ მიხარია რომ ინტერვიუ მისცა, მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა, ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ.

მე ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც აქვს კომენტარის გაკეთების უფლება”, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა გოგი გვახარიას ახალ პროექტში შვილი განაცხადა, რომ მას აქვს განცდა, თითქოს ვიღაცებს ოპოზიციაში შესაძლოა ერჩივნოთ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება.

იტვირთბა....