საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მასთან ცენტრი ემპათიის მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას მოითხოვს.
როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, რაც გამოხატულია იმაში, რომ მას უჭირს საუბარი და სიარული.
“იგი დაუყოვნებლივ მოითხოვს, ცენტრი ემპათიის მიერ გაკეთებული საექიმო საექსპერტო საბჭოს შესვლას. ჩემი თვალთახედვით, როგორც კი პირველადი სისუსტეები ალაგდა, წინა პლანზე წამოვიდა და ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნერვული მდგომარეობა, ყველაზე უფრო მძიმე ასეა, ეს მას ეტყობა მეტყველებაზეც, კომუნიკაციაზეც, სიარულზეც და ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპერვტები ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა”, – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს, გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

