შსს ადასტურებს მინისტრის ორი მოადგილის დავით ხუციშვილისა და თეიმურაზ მღებრიშვილის თანამდებობებიდან წასვლას. როგორც უწყების პრესსამსახურიდან “მეტრონომს” აცნობეს, გიორგი მღებრიშვილმა და ხუციშვილმა თანამდებობები უკვე დატოვეს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს მინისტრის ერთ-ერთი ყოფილი მოადგილე დავით ხუციშვილი მუშაობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაგრძობს. ის მინისტრის მოადგილედ პრემიერის ბრძანებით უკვე დაინიშნა.