საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვი, “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის 3-პუნქტიანი გეგმის გარშემო მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა და ამბობს, რომ ხაზარაძის ინიციატივა ” დაძრულ მატარებელთან დაწევას ჰგავს”
“დააგვიანა მამუკა ხაზარაძემ, ერთი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში შემოვიდა, უფრო ღრმად რომ ჩაეხედა საპარლამენტო ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ნახავდა, რომ სულ მცირე ის ორი ამოცანა, რაც მან დასახა, მათ შორის აშშ- სთან თანამშრომლობა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან წარმატებით ხორციელდება. მისი ეს ინიციატივა დაძრულ მატარებელთან დაწევაა და კარგია, მაინც არაუშავს თუ ამას შემოუერთდება. რაც შეეხება ლუსტრაციის საკითხს, კარგი იქნება, თუ ოპოზიციას ღრმად ჩაუღრმავდება და მიხვდება იმას, რაც ევროკავშირის ერთ-ერთ რეზოლუციაში ეწერა – ის, რომ როცა ისინი არ შემოდიოდნენ პარლამენტში, ეს არის ის სურათი, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს რუსეთის ფედერაციას”,- ამბობს ქადაგიშვილი.

