ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: გამყრელიძეს, მთავრობას ნუ დააბრალებთ, ანტივაქსერთა რიცხვს

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში აცრის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა არც მთავრობის და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ბრალეულობაა არაა.

“თუ ვნახავთ რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში და წამყვან განვითარებულ ქვეყნებში, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგრამ, ის, რომ ყველა ქვეყანაში ასეთი ადამიანები არსებობენ და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადი სკეპტიციზმი არსებობს მსოფლიოში. ამირან გამყრელიძეს და მთავრობას ნუ დააბრალებთ ამ საკითხს ძალიან გთხოვთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის არჩევანი შეგვეთავაზებინა”,- ამბობს ღარიბაშვილი.

იტვირთბა....