ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების სურვილია, შეიცვალოს დღის წესრიგი და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში

მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისას ამბობენ, რომ საქართველოში დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს და პოლარიზაციის პროცესი შემცირდეს.

“ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც – მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად, შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე, ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში და ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”,- ამბობს კობახიძე.

ქართული ოცნების წარმომადგენლები სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

იტვირთბა....