aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა ციტატა

მათიკაშვილი: ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მალე ცოცხები დაიჭირა ხელში

ძალიან მალე ყველამ ნახა, რომ ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მალე ცოცხები და სხვა უმსგავსო ნივთები დაიჭირა ხელში და ასე დაიწყეს ქვეყნის მართვა. გადააქციეს მთელი ქვეყანა ერთ დიდ ციხედ – ევროპაში საქართველოზე მეტი პატიმარი არავის ჰყავდა. ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო. ადამიანებს ელემენტარულად ქუჩაში ხოცავდნენ და რაც ყველაზე მთავარია, 2008 წელს თავიდან ვერ აირიდეს პროვოკაცია. ქვეყნის 20%, პირდაპირი გაგებით, ჩააბარეს ოკუპანტს. აი, ამ ძალაზე გვაქვს საუბარი და შესაბამისად, ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ „ვარდების რევოლუციის“ როლი და მნიშვნელობა ამ კუთხით, რაიმე სახით არის წარმატებული. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ის, რაც 2003 წელს იყო, ასეთ მოცემულობას დღეს არ არის
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა იმედის ეთერში.

იტვირთბა....