სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა შეაფასა.
“დაახლოებით, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმიათ, რომ გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციის უწყებებს შორის. ერთმანეთში რეკავენ და არკვევენ რაღაცებს, რაც გაუგებარია ჩემთვის.
გარკვეული საკითხები, რაზეც შენიშვნა მივეცით ადრე, გამოსწორებულია. მაგალითად: ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო გასინჯვებს. ასევე პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები, ჰიგიენის ნივთები სჭირდება. სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როცა ეს ფიზიკურად შეეძლება, ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ პენიტენციურ სამსახურს”,- ამის შესახებ

