ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოკერია: თუ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არასაარჩევნო გზით მოგვიწევს – წარუმატებლობა იქნება

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, წარუმატებლობა იქნება, თუ ოპოზიციას ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არასაარჩევნო გზით მოუწევს. ამის შესახებ ბოკერიამ ფორმულას ეთერში განაცხადა.

“თუ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არასაარჩევნო გზით მოგვიწევს, ეს წარუმატებლობა იქნება. ჩვენ ამისკენ არ უნდა ვისწრაფოდეთ”. – ამბობს გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში.

და როცა არჩევნები ჩატარდება, იმხელა უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ საზოგადოების შიგნით, რომ ვერც კი სცადოს ის, რაც სცადა შევარდნაძემ და აბაშიძემ. ეს არის ამოცანა.

თუ ეს არ გაჭრის, სამწუხაროდ, შეიძლება მოგიწიოს არასაარჩევნო გზით მოქმედება, რომელიც არის სარისკო.

ახლა იმხელა უპირატესობა მოპოვებული არ გვაქვს საზოგადოების შიგნით რეჟიმის წინააღმდეგ, რამხელაც იყო მაშინ. ეს არის მთავარი ფაქტორი და არა ის, რამდენი ლიდერი იყო გამორჩეული ან ვისი აზრით, ვინ იყო ლიდერი”,- ამბობს ბოკერია.

იტვირთბა....