ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას კვირის ბოლოს მიაწვდის.
“ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება. თქვენც, მეც და ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ წუწუნი იმაზე, რატომ არ მოხდა ეს გუშინ, არ წაადგება საქმეს ხვალ და ზეგ”,- ამბობს მელია.

