aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხუხაშვილი: ოცნება საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას

მე ვფიქრობ, სტრასბურგში ქართული ოცნების წევრები შეეცდებიან თავისი ვერსიებით რაღაცნაირად გამოასწორონ ის ძალიან სერიოზულად შერყეული რეპუტაცია. ჩავლენ და შეეცდებიან, რომ ევროპა დაარწმუნონ შეთქმულების თეორიებში. ცნობილი დემაგოგი კობახიძე რატომ წავიდა? – იმიტომ, რომ მას ხელისუფლების შიგნით მთელ ამ მარაზმზე, რაც ამ ორი თვის განმავლობაში ხდებოდა, პასუხისმგებლობა დაეკისრა. შესაბამისად, ის შეეცდება, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს. გარკვეულწილად, ევროპას თავისი ვერსია შესთავაზოს. რამდენად დამაჯერებელი იქნება, გამიჭირდება ამის თქმა, ძალიან რთული იქნება მისთვის ევროპარლამენტარების დარწმუნება, რომ აქ დემოკრატიასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და არც სააკაშვილის ირგვლივ პოლიტიკური არაფერი ხდებოდა და ეს მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარეობდა. მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა წავიდეს და მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს, შედეგებს ვნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ქართული ოცნების ინიციატივა იქნებოდა. ქართული ოცნება მგელივით რომ იქცეოდა საქრთველოში, ახლა შეეცდება, რომ ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას, ამას ემსახურება ეს ყველაფერი. დაუჯერებენ თუ არა, ვნახოთ.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამბობს ექსპერტი, გია ხუხაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

იტვირთბა....