aviabiletebi
About us ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე დღეს ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ.

ტელეწამყვანისა და ღონისძიების ორგანიზატორის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, აქციას ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე დასრულდება.

“17:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე აქცია დაიწყება. ამ აქციას ორი მიზეზი აქვს – ერთის მხრივ, ხელისუფლება სულ ცდილობს ეს დღე დააკნინოს, გააუფერულოს, მნიშვნელობა დაუკარგოს. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ძალიან კარგად ახსოვთ მისი მნიშვნელობაც და ამ დღის ღირებულებაც”,- ამბობს ჟორჟოლიანი.

ამასთან შესაბამისი ფეისბუკ ივენთი სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინ, შექმნა:

“2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია – რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი – მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი – კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა – სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები – უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი – რუსეთის ნაცვლად.
18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე”
იტვირთბა....