ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრეგაძე: შიმშილობის გამორიცხვა გვაძლევს საფუძველს, შემდეგ პროცესზე სააკაშვილი წარმოდგენილი იყოს სასამართლოში

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გათავალისწინებითაც შესაძლოა, ის შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.

“როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში.

ვინაიდან ის იყო მოშიმშილე პატიმარი და ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ის ვერ იყო გადაყვანილი სასამართლო დარბაზში. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას გაუკეთდა შეთავაზება, რომ სასამართლო პროცესი წარმართულიყო დისტანციურ რეჟიმში და დაცვის მხარის სურვილი არ იყო გამოხატული ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, მეორე მხარე ვერაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სასამართლო პროცესზე ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი წარმოდგენილი დისტანციური ფორმით”,- განაცხადა ბრეგაძემ იმედის ეთერში

ბრეგაძე ამბობს, რომ როცა მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკებზე საუბრობდნენ, საფრთხე რეალური იყო, რადგან ექსპრეზიდენტმა მაშინ გონება დაკარგა. კითხვაზე, თუ მედიკოსების რეკომედაცია იქნება, რომ სააკაშვილს შეუძლია სხდომებზე დასწრება, იმსჯელებს თუ არა უწყება მიყვანაზე, ბრეგაძე ასე პასუხობს:

“დიახ, როგორც მოგახსენეთ აქ იყო ორი მთვარი ფაქტორი, უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჯამრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მთავარი ამოსავალი პრინციპი და ეს არის საფუძველთა საფუძველი, ვგულისხმობ სხვა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აქ ჩვენ თეორიული რისკის არსეობასაც ვერ დავუშვებდით. შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული, როგორც უკვე მოგახსენებთ, სპეციალური პენიტენციალური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში”.

იტვირთბა....