ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხვიჩია: კაზინოების აკრძალვით თავანის ეპოქა დაბრუნდება, ადამიანები ხელზე გამაზავენ

[su_quote] არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გადასაფარი თემაც, თუმცა არ მგონია, რომ ეს წარმატებული იყოს. არც ამის მიღების მჯერა, რადგან სათამაშო ბიზნესს თავისი ლობი ჰყავს. კონკრეტულად ამას ვერ ვხედავ, რადგან ძალიან რთულია შეამჩნიო, ვინ არის, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს. ჩააწყობენ საქმეს და იქნება კაზინოებიც, უბრალოდ შეიზღუდებიან ახალი მოთამაშეები. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდება, რომ ძველმა მოთამაშეებმა რაღაც ტიპის გავლენა შეინარჩუნონ და ახალი მოთამაშეები შეზღუდონ. მგონია, რომ საბოლოოდ ჯამში, ასეც მოხდება და არა ის, რომ „აიკრძალოს ონლაინ კაზინოები საქართველოში“.
ეს სისულელეა, მაშინ ინტერნეტი უნდა აკრძალონ. საქართველოში ონლაინ კაზინოები თუ არ იქნება, ეს ხალხი სხვა ქვეყნის ონლაინ კაზინოებში ითამაშებს და ეს ფული საქართველოში არ დარჩება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ გააკონტროლონ. კაზინოების აკრძალვით თავანის ეპოქა დაბრუნდება. ეს ადამიანები ხელზე გამაზავენ. ამ ქვეყანაში არსებობს ხალხი, რომელსაც თამაში უყვარს და ფულზე თამაშობს“[/su_quote]

ამბობს პარტია გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია პალიტრანიუსის ეთერში, რითაც გამოემხაურა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი აკრძალვა იგეგმება.

იტვირთბა....