ახალი ამბები მთავარი

ღუდუშაური ონლაინ კაზინოების შეზღუდვაზე: გირჩი იქნება, ნაძვის ხე თუ ალვის ხე, მოუწევს ამ რეალობას გაუსწოროს თვალი

[su_quote] ოპონენტები, ვინც აქამდე კონკრეტულ გეგმასაც კი სახავდნენ, როგორ უნდა აკრძალულიყო ეს, დღეს ჩემდა გასაოცრად ასეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებაშიც კი ცდილობენ, რომ რაიმე ისეთი იპოვონ, რომელიც არ მოუტანს არც პოლიტიკურ დივიდენდებს და მითუმეტეს, ჩრდილს ვერ მიაყენებენ ასეთ კარგ ინიციატივას. არაერთ ქვეყანაში ეს არის აკრძალული და ეს ძალიან კარგად იციან. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების ეპოქაში, როგორ შეიძლება ეს აიკრძალოს, ამის გადაზღვევა და ჩაკეტვაც სავსებით არის შესაძლებელი – ესეც კარგად იციან, უბრალოდ აქ მოცემულობა არის შემდეგი: რა უყონ ადამიანებმა იმ სუბიექტურ მეს, რომელსაც ვერაფრით ვერ გადააბიჯეს და ვფიქრობ, ეს არის უაღრესად საინტერესო, საჭირო რეგულაცია. ჰოი საოცრებავ, როგორც ჩანს, აქაც კი, გამოჩნდნენ ადამიანები. როდესაც ქვეყანა დემოკრატიულად იმართება, აქ საუბარი არ არის პროცენტნახევრიანი, ან გნებავთ სამპროცენტიანი პარტია რას იტყვის, აქ არის გადამწყვეტი ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ამიტომ, მე, თქვენ, „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ნებისმიერი სხვა ალვის ხე, მოუწევს, რომ ამ რეალობას შეხედოს და გუასწოროს თვალი, ეს არის დემოკრატია[/su_quote]

ამის შესახებ ქართული ოცნების წევრი, ალუდა ღუდუშაური პალიტრანიუსის ეთერში საუბრობს, რითაც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რაც ონლაინ კაზინოების შესაძლო აკრძალვას გულისხმობს.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება.

“პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, ონლაინ კაზინოებისთვის გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები”,- თქვა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....