[su_quote] სინამდვილეში ღარიბაშვილის დღევანდელი “კეთილშობილება”, რომ ებრძვის კაზინოს ბოროტებას ჩვეულებრივი ვირეშმაკობაა. ტელევიზიებს ართმევს რეკლამას და შემოსავალს. ოპოზიციური არხების ფინანსური შევიწროვებაა. მეტი არაფერი [/su_quote]
წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება.
“პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, ონლაინ კაზინოებისთვის გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები”,- თქვა ღარიბაშვილმა.