ასი ათასობით დოლარის ღირებულების მანქანები, სახლები თუ იახტები არავის უკვირს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ ღირებულების კაბებიც არსებობს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს უძვირფასეს კაბებს:
1, პრინცესა დაიანას კაბა, ღირებულება – 125 000 დოლარი
ეს კაბა პრინცესას სულ ორჯერ ეცვა. ერთხელ, ლონდონში, ოპერის პრემიერაზე და მეორედ, კანის კინოფესტივალზე
2, მერლინ მონროს “Happy Birthday“ კაბა, ღირებულება – 1,3 მილიონი დოლარი
კაბა სპეციალურად შეუკერეს მერლინ მონროს პრეზიდენტის დაბადების დღეზე დასასწრებად. კაბას ბრილიანტები ამშვენებს. კაბის საწყისი ფასი 12 000 დოლარი იყო, მაგრამ აუქციონზე თითქმის მილიონ ნახევრად გაიყიდა.
3, 30 მილიონ დოლარად შეფასებული კაბა
ეს კაბა ყველაზე ძვირი ღირს მსოფლიოში. ის შეკერილია ყველაზე ძვირადღირებული ნაჭრებით და მის გასაფორმებლად გამოყენებულია ალმასი და ბრილიანტი.







