[su_quote]ღარიბაშვილს რომ რაც გვინდა ის შეგვიძლია დავარქვათ ეგ იქით იყოს, მაგრამ ტიპი რაზე ედავება შვეიცარულ ბანკს ხვდებით? მე რასაც მივხვდი იმ ვიდეოდან, ამტკიცებს ხელი ისე მოვაწერე რაღაცას, არ წამიკითხავსო, ღარიბაშვილმაც არ წაიკითხაო, ეგ ვაფშე არაფრის აზრზე არ არის და რა უნდა წაეკითხაო, ანუ ხელი კი მაქვს ხელშეკრულებაზე თუ რაღაც დოკუმენტზე მოწერილიო, მაგრამ არ ითვლებაო, როგორც ჩანს ამას უმტკიცებს სასამართლოს. მგონი პროპორციულის და შარლ მიშელის ტრიუკს უტარებს შვეიცარულ ბანკსაც. ვახ ჩემი, ეს რა კაცია[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი, რითაც ეხმაურება შაბათის ფორმულას მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოს შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse Group AG-ს წინააღმდეგ საქმეზე ჩვენებას აძლევს. შეგახსენებთ, რომ პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა, ხოლო 2015 წელს სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი გაქრა.

