ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ყიფიანი: როგორც მისი ადვოკატი ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია

[su_quote]ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში იმყოფება. მისი დავა და სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანია რიგი მიზეზების გამო. ამ დავის ფიგურანტი, მოსარჩელის სტატუსით, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წონადი ფიგურაა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ეს არის ერთ-ერთი გარემოება

ეს დავა მნიშვნელოვანია არ მხოლოდ მისი სირთულისა და კომპლექსურობის გამო, არამედ იმ უპრეცედენტობის მაღალი ხარისხის გამოც, რაც მას ახასიათებს. ეს უპრეცედენტობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ პირველად წავაწყდით ამ დავის შემთხვევაში უმაგალითო შემთხვევას, როგორ შეიძლება მსოფლიოში აღიარებულმა საფინანსო ინსტიტუტმა ბოროტად გამოიყენოს კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა. ეს არის სამაგალითო და უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში ალბათ იშვიათად მოიპოვება. მესამე ფაქტორი არის ის, რომ გარდა ამ დავის საერთაშორისო მედიაში უკვე მიმდინარე გაშუქებისა, ქართულ სივრცეში დღეს არსებული მასალით ჩვენ შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ, რომ ამ დავის დეტალები, ამ დავის მიმდინარეობა მაღალი ალბათობით გამოყენებული იქნება არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის[/su_quote]

ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ქრონიკაში განაცხადა, სადაც მან ბერმუდის სასამართლოში განხილული საჩივრის შესახებ ისაუბრა.

იტვირთბა....