ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონსილიუმის ექიმი აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იღებს საკვებს სქემის მიხედვით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრი, ექიმი ნინო შარაშენიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

მისი თქმით,  პაციენტი იღებს საკვებს ექიმების შემუშავებული კვების სქემის მიხედვით.

“ჩვენ ჩამოვედით, რათა შეგვეფასებინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია, უტარდება აბსოლუტურად ადექვატური თერაპია ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის მიერ.

ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდეგი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები, ამ პროცესში ჩართული იყო, არა მხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი, პარალელურად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც ექიმი, ნუტრიციოლოგი, გასტრო-ენტეროლოგი, ქალბატონი ინგა გვარლიანი, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, ქალბატონმა ელენემ დასახა მკურნალობის-კვების ახალი ტაქტიკა, ბატონმა სანდრომ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი, აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადექვატურია ამ დროისთვის, აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომლებიც, ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება.

იღებს საკვებს სქემის მიხედვით, იმიტომ რომ კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს, ანალიზების შედეგები არის ნორმალური, გაუმჯობესებული, ჩვენ რომ ველოდებოდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა დამძიმება სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ მულტიპროფილურ კლინიკაში”, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

იტვირთბა....