ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულები

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ჭითაწყართან მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....