ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩალაძე: სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება 50 დღიან შიმშილობის მდგომარეობას, ექიმები თავდადებით იკვლევენ

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება 50-დღიანი შიმშილობის მდგომარეობას.

მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ენდობა მედპერსონალს და ემორჩილება მათ რეკომენდაციებს.

“მისი მდგომარეობა შეესაბამება 50-დღიან ძალიან მკაცრი შიმშილობის მდგომარეობას, ექიმები თავდაუღალავად შრომობენ, ჩემი თვალით ვნახე, როგორ შრომობენ, თავდადებით იკვლევენ, ცდილობენ გაარკვიონ რომელ ორგანოს რა დაზიანება აქვს. არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში სრულფასოვანი შეფასება, ასევე მკურნალობის საკითხი, ესეც მალე გახდება ცნობილი. პრეზიდენტის ჯანმრთელობა საჭიროებს ძალიან მაღალტექნოლოგიურ, მაღალკვალიფიციურ სიღრმისეულ კვლევებს. მიხეილ სააკაშვილი ენდობა ექიმებს, ის მათთან თანამშრომლობს.

მისი განწყობა ახლა პირობის შესაბამისია, მან თქვა, რომ შესაბამის გარემოში კვების აღდგენას დაიწყებდა, კვების აღდგენა ძალიან რთული პროცესია, ის ექიმების რეკომენდაციებს ენდობა და ემორჩილება. როგორც ვიცი, სპიკერი დაინიშნება და რომელიც კონსილიუმის სახელით ილაპარაკებს, ეს გამორიცხავს დეზინფორმაციის გავრცელებას, ეს იქნება კარგად ორგანიზებული პროცესი”, – განაცხადა ჩალაძემ.

ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი იმყოფება.

იტვირთბა....