დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბულია.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე.
“ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბულია. სამწუხაროდ ყოველდღიურად 4 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება კვლავ მოიმატოს შემთხვევების რაოდენობამ. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე. თუ კვლავ მოიმატებს ავადმყოფების რაოდენობა, როგორც ზაფხულში გახდა საჭირო დამატებითი საწოლების მობილიზება ე.წ. საველე ჰოსპიტლების სახის, კვლავაც გახდეს საჭირო”, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 70 პაციენტი.