ახალი ამბები მთავარი

თბილისის რამდენიმე უბანს წყალი დღესაც არ მიეწოდება

სანიტარული ზონის დარღვევის შედეგად წყალსადენის დიდი მაგისტრალი სოფელ დიღომშიც დაზიანდა.
ამის შესახებ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუაერი” წერს.
მისი ინფორმაციით, ფოლადის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც სოფელ დიღომში გადის, ქვის საამქროს მიმდებარედ, ბეტონის საფარქვეშაა მოყოლილი და წლებია, არასათანადო დატვირთვის ქვეშ ფუნქციონირებს, რამაც მილის დეფორმაცია და, საბოლოო ჯამში, დაზიანება გამოიწვია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალსადენის 1200 მმ-იან მაგისტრალზე გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას დღეს, საღამოს 7 საათიდან შეუდგება და ხვალ დილის 8 საათზე დაასრულებს.
კომპანიის განცხადებას წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს, 19:00 საათიდან ხვალ, 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ლუბლიანას ქუჩას, ბელიაშვილის ქ. N40, ჟვანიას კლინიკას და მის მიმდებარედ არსებულ კლინიკებს, დიღომი-8, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას, ამერიკის საელჩოს, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, გუდვილის მიმდებარე ქუჩები, ბალანჩივაძის ქუჩს, აბოთბილელის, ხანცთელის, ბეთლემის,თუმანინანის, ახოსპირელის, დადიანის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის, ბროსეს, ჯამბულის, ვირსალაძის, ჭანტურიას, ვერცხლის, დიუმას, ნიშნიანიძის, ნაკაშიძის, ბარათაშვილის, ყავლაშვილის, იეთიმგურჯის, ჩახრუხაძის, შავთელის, კოტე აფხაზის (ლესელიძის ქ.), ერეკლე 2-ეს, სიონის, ბამბის რიგის, რკინის რიგის, ბროსეს, ხაზინის, შარდენის, ჭონქაძის, ქუჩებს.
ღამის 12 საათიდან 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე კი წყლის მიწოდება შეუწყდება:
ნუცუბიძის I მ/რ, II მ/რ, II მ/რ-ს 1, 2, 3, 4, 5 კვარტლებს, III მ/რ, III მ/რ-ის 1, 2, 3 კვარტლებს, IV მ/რ, V მ/რ, ნუცუბიძის ქ. N 179-215, ვაჟა-ფშაველას III კვ-ს N16-27 კორპუსებს, IVკვ; Vკვ VIკვ; VIIკვ; ვაჟა-ფშაველას გამზ. N72-78, ე. ამაშუკელის შეს, კ.კაპანელის ქ. და ჩიხს, ა. პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, ბ. ჟღენტის, თოფურიას, მინდელის, ნადირაძის, ს. ეულის, შავგულიძის, შავიშვილის, ჩხიკვაძის, გ. წერეთელის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, მარიჯანის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩას და მე-2 შესახვევს, თამარაშვილის ქ. N 2, 4, ი. ჭავჭავაძის გამზ. N39-75 და N74-82, ი.უჩანეიშვილის ქუჩას, უჩანეიშვილის ქ. I, II, III, IV გასავლებს, I, II, III, ჩიხებს, IV შესახვევს, წყნეთის გზატკეცილს, წყნეთის გზატკეცილის I, III, შესახვევებს, I, II გასავლებს, I, II, III, IV ჩიხებს, ბაგებს და სოფ. თხინვალს.
გ. გეგეჩკორის, ე. მაღალაშვილის, გ. გაბაშვილის ქუჩებს, ალ. ყაზბეგის გამზ. N43-55 და N30-46, ალ. ყაზბეგის ჩიხს, გურიელის, ვ.ჩიქოვანის, თავაძის, თავხელიძის, თ.ნადარეიშვილის, მარგიანის, მ. ჩახავას, ო. ლორთქიფანიძის, გ. ფანჯიკიძის, მ. ბარათაშვილის, ო. ჩხეიძის ქუჩებს, მეტრო „გოცირიძე“-ს, ნუცუბიძის ქ. N 1-177 და N2-82, პ.ქავთარაძის ქ. N 1-5 და N2-6, ს. ზაქარიაძის ქ. N 5, 7, 9, მეგრელიძის ქუჩას, ჩიხს და შესახვევს, დელისის ქუჩას, დელისის I ქუჩას და I შესახვევს, II ქუჩას, III ქ. N1-13 და N2-12, მე-3 შესახვევს და მე-3 ჩიხს, ვაჟა-ფშაველას ჩიხს, I შესახვევს და I ჩიხს, ვაჟა-ფშაველას გამზ. N41-65 და N48-72, ვაჟა-ფშაველას I, II და III კვარტლებს”- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....